logo
ENG



"ჩემი მეხსიერება კარგადაა" - ბაიდენმა საიდუმლო ფაილებზე სპეციალური გამოძიება გააკრიტიკა

09 თებ 202412:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/09/ktzg05wqr3bycj6.jpg

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მწვავედ გააკრიტიკა გამოძიება, რომლის თანახმადაც, მან საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობის წესები მეხსიერების პრობლემების გამო დაარღვია.

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ბაიდენმა თქვა:

"ჩემი მეხსიერება კარგადაა".

გარდა ამისა, მან უარყო განცხადება, რომ ვერ გაიხსენა, როდის გარდაიცვალა მისი შვილი: "როგორ გაბედა ამის ამოწევა?"

გამოძიების თანახმად, ბაიდენმა "განზრახ შეინახა და გაამჟღავნა" საიდუმლო ფაილები, თუმცა გადაწყვიტა, ბრალი არ წარედგინა.

სპეცპროკურორმა რობერტ ჰურმა დაადგინა, რომ ბაიდენი ავღანეთის სამხედრო და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საიდუმლო დოკუმენტებს არასწორად ინახავდა მას შემდეგ, რაც ვიცე-პრეზიდენტი გახდა. 345-გვერდიან დასკვნაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის მეხსიერებას "მნიშვნელოვანი შეზღუდვები" აქვს.

ჰურმა გამოკითხვის ფარგლებში 81 წლის პრეზიდენტს ხუთსაათიანი ინტერვიუ ჩამოართვა. სპეცპროკურორის თქმით, ბაიდენს არ ახსოვს, როდის იყო ვიცე-პრეზიდენტი (2009-2017 წლებში) ან როდის გარდაიცვალა მისი შვილი ბო (2015).

"სიმართლე გითხრათ, როდესაც ეს კითხვა დამისვეს, ვიფიქრე, რომ ეს მათი საქმე არ იყო... არ მჭირდება, ვინმემ შემახსენოს, როდის გარდაიცვალა [ბო ბაიდენი]", - თქვა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე.

ბაიდენის თქმით, ინტერვიუს დროს ის "საერთაშორისო კრიზის მოგვარების შუაგულში" იყო. სპეცპროკურორს ის გასული წლის 8-9 ოქტომბერს ესაუბრა, სწორედ მაშინ, როდესაც ისრაელი-ჰამასის ომი დაიწყო.

სპეციალურმა პროკურორმა მიიჩნია, რომ რთული იქნებოდა პრეზიდენტის დადანაშაულება ფაილების არასათანადო მოპყრობაში, რადგან "სასამართლოზე ბ-ნი ბაიდენი ნაფიც მსაჯულთა წინაშე წარდგენა, როგორც ინტერვიუს დროს გააკეთა, როგორც სიმპათიური, კეთილგანწყობილი, ხანშიშესული კაცი ცუდი მეხსიერებით".

"ხანდაზმული ვარ. ვიცი, რა ჯანდაბას ვაკეთებ. ეს ქვეყანა ფეხზე დავაყენებ", - თქვა ბაიდენმა ჟურნალისტებთან.

"არ მჭირდება მისი რეკომენდაცია".

საიდუმლო დოკუმენტები დელავერის შტატში ბაიდენის სახლის ჩხრეკის დროს გასული წლის იანვარში იპოვეს. მათი ნაწილი ბაიდენის სენატორობის პერიოდს მიეკუთვნება, ნაწილი კი - ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდს. დოკუმენტები მოგვიანებით ეროვნულ არქივსა და იუსტიციის დეპარტამენტს გადასცეს.

კითხვაზე, აიღო თუ არა პასუხისმგებლობა საკუთარ სახლში საიდუმლო დოკუმენტების შენახვაზე, ბაიდენმა თავისი თანამშრომლები დაადანაშაულა. ბაიდენის თქმით, მან არ იცოდა, რომ დოკუმენტები მის ავტოფარეხში დადეს, სადაც, სპეცპროკურორის თქმით, ძაღლის საწოლის გვერდით იყო მოთავსებული.


close დახურვა